ოკუპირებულ აფხაზეთს სირიასთან საზღვაო მიმოსვლის დამყარება სურს

როგორც ოკუპირებული ს ე.წ. ეკონომიკის მინისტრი თეიმურაზ მიქვაბია აცხადებს, მხარეები სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირის საკითხებს განიხილავენ.
„ჩვენ უკვე არაერთ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი [სირიის არაბულ რესპუბლიკასთან] მთავრობისა და უწყებების დონეზე და ასევე ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კავშირებზე. მომავალში, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ საჰაერო კავშირების საკითხს, რადგან დამასკში აეროპორტი ფუნქციონირებს. მიმაჩნია, რომ ჩვენსა და სირიის პორტებს შორის პირდაპირი საზღვაო კავშირების შესაძლებლობა შესაძლოა სასარგებლო იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე სირიული მხარისთვის“, – თქვა მან.
მიქვაბიამ გაიხსენა, რომ აფხაზურმა დელეგაცია დამასკის 62-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრები გაიმართა “აფხაზეთის მთავრობის” წარმომადგენლებთან.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” 2018 წელს აღიარა, რის შემდეგაც საქართველომ დამასკსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. სირიის დედაქალაქში “აფხაზეთის საელჩო” 2020 წელს გაიხსნა.
საქართველომ თურქეთს მიმართა თხოვნით ეშუამავლა სირიის ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებებში, საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის “აღიარების” გაუქმებასთან დაკავშირებით. მსგავსი მოწოდებებით სირიის ხელისუფლებას ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე -ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიმართეს, დამასკს ამ მოწოდებებზე კომენტარი არ გაუკეთა.
· საქართველო და ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ს ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევენ. მათ დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება გააუქმეს.
· ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი აღიარებენ ერთმანეთის “დამოუკიდებლობას”, მათ “დამოუკიდებლობას” ცნობს მოლდოვის არაღიარებული რესპუბლიკა დნესტრისპირეთი. არსებობა შეწყვიტა მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ, რომელიც ასევე აღიარებდა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ