ოკუპირებული ცხინვალი ირაკლი კობახიძეს: არ ვაპირებთ განვითარების ვექტორის შეცვლას

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.
სამთავრობო, პროპაგანდისტულ ტვ იმედთან საუბრისას ირაკლი მ თქვა, რომ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ვფიქრობ, რეალურია, თუ გამოვიჩენთ მოთმინებას და მოთმინებით გავყვებით სწორ პოლიტიკას”.
“სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შენებას და არ აპირებს, შეცვალოს განვითარების ვექტორი და მისწრაფება, გააძლიეროს ყოვლისმომცველი ურთიერთობა მისი უსაფრთხოების გარანტორთან – ს ფედერაციასთან”, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.
ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას ოკუპირებული ს ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, რომელშიც აცხადებენ, რომ “საქართველოსთან თანაარსებობა კეთილმეზობლური დამოკიდებულებითა და ურთიერთპატივისცემითაა შესაძლებელი”.