ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი იუწყება, ვასილ სალამაშვილი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე გადასცეს. მათი ცნობით, სალამაშვილმა ე.წ საზღვარი სოფელ საკორინთლოს მიმდებარე ტერიტორიაზე 24 სექტემბერს დაარღვია.
43 წლის სალამაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რასაც მისი გათავისუფლების მიზეზად ასახელებენ.
„იმის გამო, რომ დამრღვევს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, სამხრეთ ოსეთის კგბ-ს სასაზღვრო სამსახურმა გადაწყვიტა მისი ქართული მხარისთვის გადაცემა, დაჯარიმების გარეშე“, – განაცხადეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ცხინვალიდან საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ასევე 24 სექტემბერს დააკავეს უკანონოდ ოკუპირებულ არცევთან. ამჟამად ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 11 მოქალაქე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო