ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში „ნიხასის“ და „ერთიანი ოსეთის“ გამარჯვებაა პროგონოზირებული

9 ივნისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, არალეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო არჩევნებში ხმის მისაცემად ვლადიკავკაზიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს ამომრჩევლები, მათ შორის, ახალგორშიც. ადგილობრივების აზრით, „არჩევნების“ შედეგები პროგნოზირებადია და მმართველი პარტიის „ნიხასის“ და „ერთიანი ოსეთის“ მიერ ადგილების უმრავლესობის მოპოვებით დასრულდება.
ცხინვალში უკანონო არჩევნებისთვის მზადება შეზღუდვებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის რეგისტრაციაზე უარის თქმის ფონზე მიმდინარეობდა. ახალგორის რაიონიდან კენჭისყრის მსურველი რვა კანდიდატიდან, დე ფაქტო ცესკომ რეგისტრაციაში მხოლოდ სამი კანდიდატი გაატარა.
დე ფაქტო ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა პარტიებსაც, მათ შორის, ს მიერ მოქალაქეობა ჩამორთმეული გარი მულდაროვის პარტიას „სამართლიანობისთვის“ და გიორგი კაბისოვის პარტიას „ირონს“. მულდაროვის განცხადებით, პარტიის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი სრულად შეესაბამებოდა საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნებს, რეგისტრაციაზე უარი კი უკანონო და ანტიდემოკრატიული იყო.
ოკუპირებულ ცხინვალში გამართული ე.წ. არჩევნებს საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება არალეგიტიმურად მიიჩნევენ.