ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო – თბილისიდან წამოსული შემრიგებლური ტონის მიუხედავად, კვლავ აღვნიშნავთ დესტრუქციული ტერმინოლოგიის გამოყენებას – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რეალისტურად აღიქვას შექმნილი რეალობა

ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიდგომა და რიტორიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.
„თბილისიდან წამოსული გარკვეულწილად შემრიგებლური ტონის მიუხედავად, ჩვენ კვლავ აღვნიშნავთ გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელი დესტრუქციული ტერმინოლოგიისა და სუბიექტური მოსაზრებების გამოყენებას, მათ შორის ბრალდებებს „რუსული ოკუპაციის“ შესახებ და ა.შ. “, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „შექმნილი სიტუაცია საქართველოში მწვავე შიდა პოლიტიკური ბრძოლის გამოხატულებას წარმოადგენს“ და ე.წ. საგარეო უწყება „რწმენას გამოთქვამს, რომ საქართველოს მიერ არსებული გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს მიღება რეგიონში სტაბილურობასა და მშვიდობიან განვითარებას ხელს შეუწყობს“.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ რეალობად აღიქვას 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შექმნილი პოლიტიკური რეალობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია