ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმებას ეხმაურება.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო ივანიშვილის ხელისუფლებას მოუწოდებს, “რეალურად აღიქვას ის პოლიტიკური სინამდვილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბდა”
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან “გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს მიღება”, რეგიონული სტაბილურობის საფუძვლად შეიძლება იქცეს.
„მიუხედავად თბილისიდან მომდინარე გარკვეულწილად შემრიგებლური ტონალობისა, კვლავ ვაფიქსირებთ დესტრუქციული ტერმინოლოგიის და გამსახურდიასა და სააკაშვილის დროინდელი შეფასებითი მსჯელობების გამოყენებას ოფიციალურ დღის წესრიგში, ბრალდებებს „რუსულ ოკუპაციაში“ და ა.შ.“, – აღნიშნულია სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.
მიუხედავად ამისა, მორიგ ჯერზე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რეალურად აღიქვას ის პოლიტიკური სინამდვილე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ჩამოყალიბდა”, – წერია განცხადებაში.




