ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნდა კიდევ რვა ბავშვი

რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ხერსონისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიებიდან ში გადაიყვანეს 7-დან 17 წლამდე ასაკის კიდევ რვა ბავშვი. ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდ Save Ukraine-ის ხელმძღვანელმა მიკოლა კულებამ განაცხადა.
ჯამში ორგანიზაციამ დან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან 405 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.
გუშინ უკრაინის უმაღლესი რადის ადამიანის უფლებათა კომისარმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოხერხდა რუსეთში წაყვანილი 736 ბავშვის დაბრუნება.
უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის თებერვლის ბოლომდე უკრაინიდან რუსეთში 19 546 ბავშვი იქნა დეპორტირებული. ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებიც ოფიციალურად დაფიქსირდა. რუსული მხარე თავის მხრივ ამტკიცებს, რომ 700 ათასი ბავშვი წაიყვანეს.
2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა იმ საქმის ფარგლებში, რომელიც ეხებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ნაწილებიდან ადამიანების, მათ შორის ბავშვების, უკანონო დეპორტაციას.
კრემლი უარყოფს იძულებით დეპორტაციაში ბრალდებებს. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საომარ მოქმედებებს „გადაარჩინეს ბავშვები“ და მზად არიან დააბრუნონ ისინი, ვისაც მშობლები და მეურვეები ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს

არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე – ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია