ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რეკონსტრუქციის შემდეგ პირველი საცდელი ფრენა დღეს შესრულდება

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში რეკონსტრუქციის შემდეგ პირველი საცდელი ფრენა დან დღეს, 7 თებერვალს შესრულდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის გახსნა ზაფხულის სეზონის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და ამოიღო ინფორმაცია მის შესახებ დოკუმენტებიდან 2006 წლიდან.
2023 წლის ოქტომბერში ს საოკუპაციო რეჟიმმა რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსულ კომპანია “ინფრასტრუქტურ დეველოპმენტთან”. აღნიშნული კომპანია არის ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი უფროსის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.
სოხუმის აეროპორტმა 1993 წელს ს ომის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს, მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე – მოვითხოვთ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას

ლაშა ფარულავა ლილუაშვილზე – რასაც ბრალად ვუყენებდით „ოცნებას“, თავად დაადასტურეს და ეს სრულიად საკმარისია, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს – ივანიშვილს თუ გვერდით მიუსვამენ ან გამოიკითხავენ, შეიძლება ვირწმუნოთ, რომ კორუფციას ებრძვიან