ოკუპირებული სოხუმიდან თბილისს შეახსენეს ბოდიშის შესახებ ივანიშვილის განცხადება

რუსეთის მიერ ოკუპირებული ს დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას და უარი თქვას „კონფრონტაციულ რიტორიკაზე“.
ამჯერად, მოწოდების საფუძველია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება, რომელიც ეხება დან სოხუმის აეროპორტში რეისების უკანონობას.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე 25 მარტს გამოქვეყნებული კომენტარით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან „კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნის“ შესახებ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებების შემდეგ, მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ს განცხადების, რომ „საქართველომ ოსურ მხარეს 2008 წლის ომისთვის ბოდიში უნდა მოუხადოს და ყოფილი მმართველი პარტია დასაჯოს, აფხაზეთის რესპუბლიკა ელოდებოდა ამიერკავკასიაში შექმნილი რეალიების აღიარებაზე დაფუძნებული პრაგმატული ურთიერთქმედების დაწყებას“.
დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სმაინისტროს თანახმად, ამის ნაცვლად საქართველს ხელისუფლება განაგძობს „შაბლონურ, პოლიტიკურად ანგაჟირებულ და რეალობას მოწყვეტილ განცხადებებს“, რაც „დამატებით დაძაბულობას ქმნის“. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლების „მორიგ გამოხდომებს“ აფასებს „შეუქცევადი ხასიათის პროცესების“ შეფერხების მცდელობად.
დე ფაქტო საგარეო საქმეათა სამინისტროს განცხადებით, მსგავსი მიდგომები ხელს არ უწყობს გაჭიანურებული კრიზისის მოგვარებას, არყევს დიალოგის შესაძლებლობას და აძლიერებს „ქვენებს შორის ურთიერთუნდობლობას“.
ამიტომ, „აფხაზეთის რესპუბლიკა“ საქართველოს მოუწოდებს, „უარი თქვას კონფრონტაციულ რიტორიკაზე, ხელი მოაწეროს იურიდიული ვადებულების მქონე შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგის ახალი ეტაპი 1992-1993 და 2008 წლების კონფლიქტების შემდეგ ფორმირებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეალიების გათვალისწინებით“.
ოკუპირებულ სოხუმში ამგვარ „რეალიებად“ მიიჩნევენ იმას, რომ აფხაზეთი რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ აღიარებული „დამოუკიდებელი რესპუბლიკაა“.
2025 წლის თებერვალში, პირველად 32 წლის განმავლობაში სოხუმის აეროპორტში პირველად დაეშვა სამოქალაქო თვითმფრინავი. საცდელი ავიარეისი რუსეთიდან შესრულდა. რეგულარული ავიამომოსვლის დაწყება მაისიდან იგეგემება.
ამ ფაქტს საქართველოს ხელისუფლებისგან მყისიერი რეაგირება არ მოჰყოლია. თბილისის დელეგაციამ ავიარეისების აღდგენა მარტის დასაწყისში დაგმო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 63-ე რაუნდზე.
14 მარტს სააგენტო BMG-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, რომ სოხუმის აეროპორტის ამუშავება უკანონოა და არღვევს საერთაშორისო ნორმებს, ამიტომ მუდმივად უზრუნველყოფენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ICAO)კოორდინაციას სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის მიზნით.