ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ ქართველ მებრძოლს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს ნიკოლო ბერიანიძეს.
ინფორმაციას პროპაგანდისტული და სამთავრობო მედია TASS ს გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული გამოძიება მას ბრალად სდებს დაქირავებულ მებრძოლობას და სამხედრო მოსამსახურის მკვლელობას.
გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, 2016 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე ნიკოლო ბერიანიძე იმყოფებოდა კიევში, შეუერთდა აზოვის პოლკს და მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში.
“ნიკოლო ბერიანიძე 2022 წლის 24 თებერვლიდან 20 მაისამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო უსაფრთხოების ნაწილებში ქალაქ მარიუპოლში მსახურობდა. 2022 წლის 18 მარს დაქირავებულმა სამხედრომ ცეცხლი გაუხსნა რუსი სამხედროების ჯგუფს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა”, – წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ ნიკოლო ბერიანიძე რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა დააკავეს.