ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს

ოკუპირებული დნესტრისპირეთის “დეპუტატებმა” რუსეთს “მოლდოვის ზეწოლისგან დაცვა” სთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდავური გამოცემა Newsmaker -ი დნესტრისპირეთის “დეპუტატების” საერთო განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოკუპირებული რეგიონის “დეპუტატებმა” ს სახელმწიფო დუმასა და ფედერაციის საბჭოს მიმართეს და “მოლდოვის გაძლიერებული ზეწოლის პირობებში დნესტრისპირეთის დაცვის ზომების შესახებ” სთხოვეს.
“დეპუტატების” თანახმად, კიშინიოვმა საბაჟო პრივილეგიების მოხსნით დნესტრისპირეთის წინააღმდეგ “ეკონომიკური ომი” დაიწყო და მიზანმიმართულად ბლოკავს ტირასპოლთან მოლაპარაკებებს.
“[საჭიროდ ვთვლით] მივიღოთ მიმართვა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმისადმი თხოვნით, რომ მოლდოვის გაძლიერებული ზეწოლის პირობებში [მოახდინონ] დნესტრისპირეთის დაცვისთვის ზომების რეალიზაცია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დნესტრისპირეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივი ბინადრობა რუსეთის 220 000 მოქალაქეს აქვს და დნესტრზე რუსული მშვიდობისმყოფელების უნიკალური დადებითი გამოცდილების, მოლაპარაკებების პროცესში გარანტისა და შუამავლის როლის გათვალისწინებით” , – ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის “დეპუტატების” ე.წ. რევოლუციაში.
ოკუპირებული რეგიონის “დეპიტატები”, ასევე, მიმართავენ ეუთო-ს, დსთ-ს, ევროპარლამენტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაერო-ს გენერალურ მდივანს თხოვნით, “გავლენა იქონიონ მოლდოვის მთავრობაზე ადეკვატური დიალოგისკენ დასაბრუნებლად.”
ცნობისთვის, 28 თებერვალს ოკუპირებულ დნესტრისპირეთში “ყველა დონის დეპუტატების სხდომა” ჩატარდა. ეს უკვე მეშვიდე მსგავსი ღონისძიეება. აქამდე ბოლო 2006 წელს ჩატარდა. სხდომამდე შეშფოთება არსებობდა, რომ “დეპუტატებმა” შესაძლოა, მოსკოვს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართონ, თუმცა კიშინიოვსა და კიევში, ასევე “ოფიციალურ დონეზე” ტირასპოლში ასეთ შესაძლებლობას უარყოფდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის