ოკუპირებული ახალგორის ტყეში ხანძარია

დროებით ოკუპირებული ახალგორის ტყეში ხანძარია. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფორმულას დაუდასტურა.
სუს-ის ცნობით, ქართულმა მხარემ ევროკავშირის მისია საქმის კურსში ჩააყენა და ცხელი ხაზი გააქტიურებულია.
მანამდე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში ორი ფოტო სურათი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ “აქტიური ხანძარი მიიწევს ოკუპირებული სოფელ მსხლები-ს მიმართულებით.”
“ხანძრის კერა ასევე ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს.
თუ ხანძარი ბუნებრივად არ ჩაქრება, რამდენიმე საათში ის მიადგება ოკუპირებულ სოფელს.
გადამწვარია მინიმუმ რამდენიმე ჰექტარი ტყე.
რას შვებიან ამ დროს ოკუპანტები? არაფერს.
ელოდებიან. არანაირი მოქმედება მათი მხრიდან არ ფიქსირდება.
კიდიათ რა”, – წერს ქაცარავა.