ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე პოზიციის გამო სომხეთს აკრიტიკებს. კერძოდ, საუბარია სომხეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებზე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურთიერთმხარდაჭერისა და პატივისცემის შესახებ. არარატ მირზონიანი ვიზიტით თბილისს 3 ივლისს ეწვია.
“მოვუწოდებთ სომხურ მხარეს, არ გამოიყენოს საქართველოს მითური ტერიტორიული მთლიანობის შესახებ შაბლონური ფრაზები, რომლებიც ობიექტურ რეალობას ეწინააღმდეგება”, – აღნიშნავს საოკუპაციო რეჟიმი.
გარდა ამისა, ოკუპირებულმა სოხუმმა ყურადღება გაამახვილა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე კენჭისყრის დროს “სომხური მხარის პოზიციის სერიოზულ ცვლილებაზე”.
“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში სომხეთის ხელმძღვანელობა სწორ დასკვნებს გამოიტანს შექმნილი სიტუაციიდან და დაარეგულირებს თავის პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.