ოკუპირებული რუსული ნაყინის იმპორტიორთა ხუთეულშია

გასულ წელს რუსეთმა უცხოურ ბაზრებზე ნაყინის მიწოდება 29 პროცენტით გაზარდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
2025 წელს სულ 17000 ტონა რუსული ნაყინის ექსპორტი განხორციელდა, რაშიც ქვეყანამ დაახლოებით 74 მილიონი დოლარი მიიღო. ძირითადი იმპორტიორები იყვნენ ყაზახეთი (დაახლოებით 6,000 ტონა), ბელარუსი (4,500 ტონაზე მეტი), მონღოლეთი (დაახლოებით 2,000 ტონა), უზბეკეთი (1,000 ტონაზე მეტი) და ოკუპირებული (800 ტონაზე მეტი).
გასული წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ნაყინის ექსპორტიდან შემოსავლების ზრდა მისი მიწოდების გეოგრაფიის გაფართოებით იყო განპირობებული. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რუსული ნაყინის მიმართ ინტერესი აფრიკისა და აზიის ქვეყნებში გაიზარდა, რამაც ევროპაში გაყიდვების შემცირების კომპენსირება მოახდინა.