ოკუპირებული აფხაზეთი 2024 წლის პირველ კვარტალში რუსებისთვის ყველაზე პოპულარული და იაფი ტურისტული მიმართულებაა იყო, ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სტატისტიკაზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს. იგივე წერს რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ოკუპირებულ აფხაზეთში 899 000-მა რუსეთის მოქალაქემ იმოგზაურა.
რუსებისთვის ყველაზე იაფი და პოპულარული მიმართულებების ხუთეულში ოკუპირებული აფხაზეთის გარდა მოხვდა:
· თურქეთში – 643 800 მოქალაქემ;
· არაბეთის გაერთიანებული საამიროებში – 572 200 მოქალაქემ;
· ყაზახეთში – 486 900 მოქალაქემ;
· ტაილანდში – 486 800 მოქალაქემ;
· ჩინეთში – 327 000 მოქალაქემ.
რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ცნობით, 2 კაცზე მოსკოვიდან აფხაზეთში 10-დღიანი ტური 2-ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებით, საუზმისა და ავიაბილეთების ჩათვლით, 27100 რუბლი, ანუ $300 ღირს.
შედარებით ძვირია დასვენება სოჭში – სანაპირო კლასტერში დასვენება, სადაც ტურის პაკეტის ღირებულება 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ორ ადამიანზე 37 700 რუბლიდან (415 დოლარიდან) იწყება.
რუსული მედია წერს, რომ მიმდინარე წლის 4 თვეში რუსების საგარეო მოგზაურობის საერთო რაოდენობამ 5,3 მილიონი შეადგინა, რაც თითქმის 9%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.