ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტში“ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხის განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია იგეგმება

ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტმა სთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის საკითხი შესაძლოა, 27 დეკემბერს განიხილოს, – ინფორმაციას გამოცემა „ეხო-კავკაზა“ ავრცელებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. პარლამენტი საკითხის განხილვას 28 დეკემბერს გეგმავდა.
საინიციატივო ჯგუფმა, „ҲАРАҲПИЦУНДА“-ს (“ჩვენი ) საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ ე.წ. პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას: „გადავარჩინოთ ბიჭვინთა! სხვა შანსი არ იქნება!“
ე.წ. საკანონმდებლო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას, სავარაუდოდ, „ოპოზიციური“ ძალებიც გამართავენ.
ცნობისთვის, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ მომზადებულ შეთანხმებაში აგარაკისა და მიმდებარე წლების ტერიტორიების აღმნიშვნელ კოორდინატებში შეცდომები იყო დაშვებული. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ კოორდინატებთან დაკავშირებული შეცდომები გამოსწორდა და ახალი დოკუმენტი უკვე გაიგზავნა.