ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ე.წ. ოფიციალური ვიზიტით რუსეთში ჩავიდა.
მარიონეტული რეჟიმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ბჟანია შეხვედრებს რუსეთის სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში გამართავს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. პრესამსახურში აცხადებენ, რომ ასლან ბჟანიასთან ერთად რუსეთში ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე, თემურ ახიბაც იმყოფება.