ოკუპირებული აფხაზეთის „კგბ“ აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთში გადაიყვანეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ს „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ (КГБ) განცხადების თანახმად, მათ დააკავეს საქართველოს მოქალაქე და რუსეთში გადაიყვანეს.
საუბარია 47 წლის კაცზე, რომელზეც, „კგბ-ის“ მტკიცებით, 2002 წლის საქმესთან, კერძოდ, მკვლელობასთან დაკავშირებით ს ფედერაციას ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
იგივე „სახელმწიფო უწყება“ წერს, რომ საქართველოს მოქალაქე აფხაზეთში „უკანონოდ იმყოფებოდა“ და „საზღვარი“ გადაკვეთა „ენგურჰესის“ თანამშრომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, რაც, „როგორც თავად აღიარა, „ნაცნობობით“ მისცეს“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს ამ საკითხზე კომენტარისა და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.