ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებამ ტოივო კლაარს აფხაზეთში ჩასვლაზე უარი განუცხადა

ოკუპირებული ს ე.წ. ხელისუფლებამ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს აფხაზეთში ჩასვლაზე უარი განუცხადა.
„2024 წლის იანვრის ბოლოს, ჩემი მანდატის განხორციელების ფარგლებში, აფხაზეთში ჩასვლას ვგეგმავდი. სამწუხაროდ, იქაურმა თანამოსაუბრეებმა მითხრეს, რომ ეს შეუძლებელია“, – აღნიშნულია ტოივო კლაარის განცხადებაში, რომელსაც Jam News-ი ავრცელებს.
მისი თქმით, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ეს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან მეორე უარია.
„ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში უკვე მეორედ მივიღეთ ასეთი პასუხი.
მოგეხსენებათ, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში არაერთხელ ვყოფილვარ აფხაზეთში. ევროკავშირი მთავარ როლს თამაშობს დიალოგისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის თბილისსა და სოხუმს შორის“, – წერს ტოივო კლაარი.
მისი თქმით, ფუნდამენტური პოლიტიკური განსხვავებების და უთანხმოების მიუხედავად, ევროკავშირი ყოველთვის ახერხებდა აფხაზეთთან კომუნიკაციის არხების ღიად შენარჩუნებას.
„აფხაზეთის შედარებით ღიაობა უკრაინის წინააღმდეგ ს ომის მსხვერპლი არ უნდა გახდეს“, – წერს ტოივო კლაარი.
მისი თქმით, აფხაზეთთან კომუნიკაციების არხების დახურვა არავის ინტერესებში არ არის.
„მივედით ისეთ სიტუაციამდე, როცა აფხაზეთი თითქოს იკეტება. მე ვერ ვხედავ, რამდენად არის ეს მოვლენები ვინმეს ინტერესში, განსაკუთრებით აფხაზეთის მოსახლეობის ინტერესებში.
ბევრი გამოწვევაა, რომელიც უნდა გადაიჭრას, მაგრამ საერთაშორისო ჩართულობისთვის სივრცის დახურვა ან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა – და ამით აფხაზეთის დახმარების შეზღუდვა – ამ პრობლემებს მხოლოდ ამწვავებს“, – წერს ტოივო კლაარი.