ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა. აქამდე მას ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა.
შამბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების მინისტრი 1997-2004 წლებში იყო. იგი ე.წ. მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. ამავე წელს კი კვლავ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 2020 წლიდან იგი ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მდივანია.
საბჭოს მდივნის პოსტზე შამბას რაულ ლოლუა შეცვლის, რომელიც მანამდე ოკუპირებული გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციის დე ფაქტო ხელმძღვანელი იყო.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან ინალ არძინბა 7 მაისს გაათავისუფლა. არძინბას თქმით, “ახალ თანამდებობაზე გადასვლის მიზეზით” მინისტრის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.