ოკუპანტს საგამოძიებო კომისიის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები უკვე გამოყენებული აქვს სათავისოდ – სახეზე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები

„[საგამოძიებო კომისიის დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები] ოკუპანტს, სამწუხაროდ, უკვე გამოყენებული აქვს – სახეზე გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. [ამაში კი ხელი შეუწყო „ნაცმოძრაობის“ იმ დროინდელმა ხელისუფლებამ], მათ შორის, იმით, რომ კოდორის ხეობის მცველებს აჰყარა იარაღი და ასევე, მძიმე ტექნიკა – ოფიციალური, საჯარისო ფორმირებები შეიყვანა იქ, რითაც ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ხელშეკრულება დაარღვია, ამით კი ხელ-ფეხი გაუხსნა ოკუპანტს“, – ამის შესახებ მედიასთან პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ მ განაცხადა კითხვაზე პასუხისას, ხომ არ გამოიყენებს ოკუპანტი ქვეყანა საგამოძიებო კომისიის ანგარიშს სათავისოდ.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, „ნაცმოძრაობის“ იმდროინდელმა ხელისუფლებამ აშკარად იცოდა მოვლენები როგორ განვითარდებოდა, თუმცა მოსახლეობა არ გაუფრთხილებია.
„უნდა ვახსენოთ ახალგორის თემაც, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აქეთ დაგვაყვედრა – ქვების გროვა იყო, რატომ გწყდებათ გულიო. ახალგორის ნაწილი აღმოჩნდა ისე ოკუპირებული, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობდა.
ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც მმართველი რგოლის წარმომადგენლებს საკუთარი ბიზნესები კონკრეტული ადგილიდან გამოჰქონდათ. ანუ, მათ წინასწარ იცოდნენ მოვლენების განვითარების შესახებ, თუმცა ამასთან დაკავშირებით იქაური მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ. გენშტაბის წარმომადგენლობამ ეს შეცდომად შეფუთა, თუმცა, რეალურად, ამას მხოლოდ მინიმალური კომუნიკაცია სჭირდებოდა, რათა არ ყოფილიყო ამდენი მსხვერპლი.
მსხვერპლს ვინ ჩივის, გმირ მებრძოლებს – სამხედროებს დააბრალეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ომის დაწყება, რის შემდეგაც, ძალიან ბევრმა მათგანმა საპყრობილეში ამოჰყო თავი. არადა, ისინი, უბრალოდ, სამშობლოს იცავდნენ, ამ ფონზე კი მათ სხვისი შეცდომა შეაწმინდეს“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა