“ვხედავთ რომ ოკუპანტს დიდი დანაკარგები აქვს და ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა ჩვენი თავდაცვისთვის” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
“ვხედავთ რომ ოკუპანტს დიდი დანაკარგები აქვს და ეს ძალიან კარგი ინფორმაციაა ჩვენი თავდაცვისთვის. ჩვენ ვანადგურებთ მათი ლოჯისტიკური მომარაგების გზებს, ასევე მათ სამხედრო რეზერვებს. ვწმენდთ ჩვენს ტერიტორიებს რუსეთის საოკუპაციო ჯარებისგან და ვავსებთ ტყვეთა ფონდს შემდგომი გაცვლისთვის.”- აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.
“უკრაინა არ აწარმოებს საოკუპაციო ომს რუსეთის ტერიტორიაზე. ომის სტილი რომელსაც უკრაინა აჩვენებს მსოფლიოს კურსკში რადიკალურად განსხვავებულია იმ ომისგან, რომელსაც აწარმოებს პუტინი უკრაინაში. ამ დროისთვის ჩვენ ვაკონტროლებთ 82 დასახლებულ პუნქტს სასაზღვრო ოლქში და ჩვენი ჯარი წინ მიიწევს. ლოჯისტიკური გზების მოჭრით ჩვენ მტერს მომარაგების გარეშე ვტოვებთ. მინდა ცალსახად ვთქვა რომ უკრაინელი ჯარისკაცები არაფერს დაუშავებენ ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის განსხვავება ჩვენსა და ოკუპანტებს შორის,” – აცხადებს მიხაილო პოდოლიაკი.