ოკუპანტების მიერ პოკროვსკის დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 34

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვადიმ ფილაშკინის და დონეცკის რეგიონული პროკურატურის ცნობით, 24 ივნისს, ქალაქ პოკროვსკში ს თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან 12 და 13 წლის მოზარდები, ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია.
რუსმა ოკუპანტებმა 2 ისკანდერის ტიპის რაკეტა გაუშვეს. იერიშის შედეგად ერთი კერძო სახლი სრულიად განადგურდა და 16 დაზიანდა. ამასთან ერთად, დაზიანდა გაზსადენი და მანქანები.
ფილაშკინის თქმით, ეს ბოლო დროინდელი ყველაზე დიდი თავდასხმაა მშვიდობიან მოსახლეობაზე.