“ოკუპანტებისთვის შექმნილია მაქსიმალურად კომფორტული გარემო” | დაუცველი საოკუპაციო ხაზი და რუსების პირისპირ, მარტო დატოვებული მოსახლეობა

დაუცველი საოკუპაციო ხაზი და ოკუპანტების პირისპირ, მარტო დატოვებული მოსახლეობა – მცხეთა-მთიანეთში, იქ სადაც რუსმა ოკუპანტებმა არარსებული საზღვრის მანიშნებლები ბანერების აღმართვა დაიწყეს, ქართული საპოლიციო ძალები არ არიან. შესაბამისად, ოკუპანტები საკუთარი გეგმის სისრულეში მოყვანას ყოველგვარი ბარიერების გარეშე ახერხებენ.
“ოკუპანტებისთვის შექმნილია მაქსიმალურად კომფორტული გარემო. განსაკუთრებით კი მცხეთა-მთიანეთში, ზემო იმერეთში და ზემო რაჭაში. რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინეთ ახალი ბანერი, ეს გახლავთ ციგრიანისა და სალბიელის მიჯნაზე. სალბიელი გახლავთ ოკუპირებული ნაწილი ჩვენი ტერიტორიის, ციგრიანი კი, ფაქტობრივად, მიტოვებული სოფელია, სადაც ერთი მოსახლე ცხოვრობს. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, პრინციპში ჩვენ ამაზე მუდმივ რეჟიმში ვსაუბრობთ, ეს არის პოლიციური პოსტების ჩადგმა ოკუპანტებსა და ჩვენს მოსახლეობას შორის,” – ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა.
ასევე ნახეთ:
· ოკუპანტების ახალი ბანერი სოფელ ციგრიანის მახლობლად | ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტს სუს-ში ადასტურებენ