რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდება მოუხსნეს. ამ დროისთვის, ოკმელაშვილს ბრალი მხოლოდ პოლიციელზე თავდასხმაში ედება.
პროკურატურა და ადვოკატი მოსამართლის წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ.
ოკმელაშვილის ადვოკატმა სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა არგუმენტით, რომ 260-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ამნისტირებულია, რაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირს.
გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი 24 იანვრამდე გადაიდო.
