აშშ-ს სატრანსპორტო უსაფრთხოებს ეროვნული საბჭოს წინასწარი ანგარიშის თანახმად, ოკლაჰომაში ჩამოვარდნილი სამედიცინო ვერტმფრენის კატასტროფის ადგილას მკვდარი ბატები იპოვეს.
მოხსენებაში ავარიის სავარაუდო მიზეზებზე არაფერი წერია, თუმცა აღნიშნულია, რომ ერთი ბატი ვერტმფრენის ფრენის მართვის სისტემაში, დანარჩენები კი მინდორში გაფანტულ ნამსხვრევებში იპოვეს.
საბჭოს ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზებზე საბოლოო დასკვნის მომზადებას, შესაძლოა, 2 წელი დასჭირდეს.
ვერტმფრენი ოკლაჰომის დასავლეთით, პაციენტის ქალაქში მდებარე საავადმყოფოში დატოვების შემდეგ უეზერფორდისკენ დაბრუნებისას 20 იანვარს ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი – პილოტი, ექიმი და ექთანი.