“ოკლაჰომას” გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა – “ოკლაჰომას” ექიმები საქმეში ჩაერთვნენ

ნაციონალური საკალათბურთო ასოაციაციის მოქმედი გამარჯვებულის, “ოკლაჰომა სითი თანდერის” გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა და უკვე დაიწყო ქიმიოთერაპია.
კლუბის განცხადებით, სამედიცინო შტაბის წარმომადგენლები მოთამაშის სრული გამოჯანმრთელებისთვის ძალზე პოზიტიურ პროგნოზს იძლევიან. ამ ეტაპზე სერბი კალათბურთელის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა გუნდი და გულშემატკივრები მთლიანად მის მხარეს დგანან.
შეგახსენებთ, რომ ტოპიჩი, 2024 წლის დრაფტის 12-ე არჩევანი, გასულ სეზონს აქილევსის მყესის დაზიანების გამო გამოტოვა. ოქტომბრის დასაწყისში მას ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სიმსივნე გამოვლინდა. ეს იყო დრამატული დარტყმა ახალგაზრდა სპორტსმენისთვის, რომელიც ახლა სერიოზულ ბრძოლას იწყებს როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა.
[VIDEO] “გოლდენ სტეიტი” სეზონს მაგრად იწყებს – “უორიორსმა” “კლიპერსი” მარტივად დაამარცხა
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის “დენვერ ნაგეთსთან”
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი – “ფილას” ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული “ბოსტონი”