ოთხშაბათს ლონდონში გაიმართება მოლაპარაკებები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე

23 აპრილს ლონდონში შეიკრიბებიან უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და -ის წარმომადგენლები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი წერს X-ზე:
„ვესაუბრე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერს. კარგი და დეტალური საუბარი იყო.
ამ ოთხშაბათსავე, ჩვენი წარმომადგენლები იმუშავებენ ლონდონში. , გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და – ჩვენ მზად ვართ წინსვლისთვის, რაც შეიძლება კონსტრუქციულად, როგორც აქამდე ვაკეთებდით, რომ მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც მოჰყვება რეალური და განგრძობადი მშვიდობა“.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „უპირობო ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს პირველი ნაბიჯი მშვიდობისკენ და ამ აღდგომაზეც გამოჩნდა, რომ რუსეთის მოქმედებები ახანგრძლივებს ომს“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმედი აქვს, რომ და გარიგებას ამ კვირაში მიაღწევენ. ამის შესახებ ტრამპმა 20 აპრილს, გვიან ღამით დაწერა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
დონალდ ტრამპის თანახმად, შეთანხმების შემდეგ ორივე ქვეყანა დაიწყებს დიდ ბიზნესს შეერთებულ შტატებთან და გამდიდრდებიან.
პრეზიდენტი ტრამპი არ აკონკრეტებს, რას ეფუძნება მისი იმედი.
18 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „კულმინაციას უახლოვდება” და „თუ რაიმე მიზეზით ერთ-ერთი მხარე ძალიან გაართულებს”, აშშ განზე გადგება.
გამოცემა The Wall Street Journal-ის წყაროთა ინფორმაციით, აშშ უკრაინისგან ამ კვირაში ელოდება პასუხს, მზად არის თუ არა ომის დასასრულებლად რუსეთის ტერიტორიად გამოცხადდეს და უარი თქვას ნატოს წევრობის განზრახვაზე.
ფორუმი