ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ე.წ. კლასი ოპოზიციის მხარეს, რომელსაც შეუძლია თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს ეს ქვეყანა არეულობისთვის, სისხლისთვის, ომისა და ნგრევისთვის

ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ე.წ. კლასი ოპოზიციის მხარეს, რომელსაც შეუძლია თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს ეს ქვეყანა არეულობისთვის, სისხლისთვის, ომისა და ნგრევისთვის
ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური ე.წ. კლასი ოპოზიციის მხარეს, რომელსაც შეუძლია თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს ეს ქვეყანა. გაწიროს არეულობისთვის, სისხლისთვის, ომისა და ნგრევისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ეს დაიწყო ჯერ კიდევ 2020 წლის არჩევნების დღიდან, როდესაც არჩევნების ღამესვე დათესეს ისტერია, გაყალბებული არჩევნები და ა.შ. და ეს შემდეგ გაამყარა რამდენიმე მდიდარი „ენჯეოს“ დასკვნამ, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, იყო ყალბი. სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ, რომ ამას მხარს უჭერდნენ მათი დონორებიც. USAID-იმ ეს ყველაფერი იცოდა და ქართველ ხალხს ერთი თვის განმავლობაში გვიმალავდა, ბოლოს თვითონ აღიარა „ისფედის“ ხელმძღვანელმა, რომ მან უთხრა დონორს, USAID-ის, რომელიც არ არის ჩვეულებრივი ფონდი, ეს არის -ს სახელმწიფო სტრუქტურა, სამინისტროს დონის ორგანიზაცია. აღმოჩნდა რომ ეს ადამიანები გვატყუებდნენ.
ჩვენ ვუყურებთ ოპოზიციის მხარეს რა ხალხთან გვაქვს საქმე. 6 თვე პარლამენტი იყო ბოიკოტის პირობებში, ბოლოს როგორც იქნა ძლივს შემოვიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. შემდეგ ამას მოყვა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა საქართველოში შემოგვაპარეს . შემდეგ ში დაიწყო ომი და ს შეჭრის დღიდანვე ჩვენ ვნახეთ რაც ხდებოდა. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ პარლამენტის წინ აქცია ჩაატარეს, რაშიც ჩაერთნენ ევროპარლამენტარები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები და ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საქმე გვაქვს, ოპოზიციის წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციასთან, დღეს ცესკო ადამიანებს პროფესიული ნიშნით ირჩევს, ნეიტრალიტეტი კი თითოეულ მათგანს მოეთხოვება, მათ შორის, კომისიაში ოპოზიციის კვოტით მყოფ ადამიანებს