ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა – მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის ტურნირი მოიგო

26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ-შეიხის 25-ათასიანი ტურნირი მოიგო. მან ფინალში რუსი ელენა პრიდანკინა 2 სეტში 6:0, 6:3 დაამარცხა.
აღსანიშნავა, რომ პრიდანკინა გახდა მეოთხე რუსი ჩოგბურთელი, ვისაც ქართველმა ეგვპიტეში მოუგო, ერთხელ კი მარიამმა იტალიელ ფედერიკა დი სარას სძლია.
ბოლქვაძისთვის ეს ITF ტურნირებზე მე-8 მოგებული ტურნირი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურმა შარმ ელ-შეიხში ბოლო 1 თვეში უკვე მეორე ტურნირზე ასწია თასი.