ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავენ

ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერები პრეზიდენტის წარმომადგენელთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავენ.
სამუშაო ფორმატში ისინი განიხილავენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ხელახალი ს ჩატარების წესებზეც ისაუბრებენ.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განუცხადა, შეხვედრისას მიმდინარე პროცესებზე და პროტესტის მთავარ მოთხოვნაზე – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, ისაუბრებენ.
“ვიკრიბებით, რომ შევაჯეროთ მოსაზრებები, ბუნებრივია, შემდეგ აუცილებლად იქნება პრეზიდენტთან კოორდინაცია”, – აღნიშნა წერეთელმა.