დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მეხუთე კვარტალში, მე-14, მე-16, მე-19 და 22-ე კორპუსების მიმდებარედ, უსახური ავტოფარეხების ნაცვლად, მოსასვენებელი სივრცეები მოაწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულებამ 628 000 ლარი შეადგინა.
უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდა. დემონტაჟი ჩაუტარდა 30 ავტოფარეხს, რის შემდგომაც მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, საბავშვო სივრცეები, განთავსდა საპარკო ავეჯი. პროექტის ფარგლებში, მოეწყო მაგიდის ჩოგბურთის სივრცეც და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.




