ოთხი ადამიანი დაიღუპა კრივოი-როგზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად

ოთხი ადამიანი დაიღუპა და კიდევ სამი მძიმედ დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი-როგის დაბომბვის შედეგად. ზაპორიჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, ასევე დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი. ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი მონაცემით, თავდასხმა რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
დაბომბვას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი . “ყოველი ასეთი ტერაქტი კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, თუ ვისთან გვაქვს საქმე. თვითონ არ ჩერდება – მისი შეჩერება მხოლოდ ერთობლივი ზეწოლით შეიძლება”, – დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხში, დაბომბვის შედეგების ამსახველი ვიდეოს ფონზე.

უკრაინას ყოველდღე ბომბავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ მხოლოდ სამხედრო სამიზნეებს ესვრის. მოსკოვი სამოქალაქო პირების დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე კომენტარს არ აკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ