ოთხი ადამიანი დაიღუპა გროზნოს ცენტრში ავტოგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად

გროზნოში ავტოგასამართ გაზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი ბავშვია. ამის შესახებ ს საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობა, მალევე ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა დაადასტურა.
აფეთქების მომენტი და ხანძრის ამსახველი ვიდეო ტელეგრამის არხებმა გაავრცელეს.
გროზნოში ავტოგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
რამზან კადიროვის თქმით, სიტუაცია მის პირად კონტროლზე იმყოფება. “ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მომხდარზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის შესაბამისად წარდგება მართლმსაჯულების წინაშე”, – წერს ჩეჩნეთის ხელმძღვანელი.

ოპოზიციური ჩეჩნური ტელეგრამის არხ “პირველი ადათის” თანახმად, ბენზინგასამართი სადგური, სადაც აფეთქება მოხდა, კადიროვების ოჯახს ეკუთვნის. “ეს ბენზინგასამართი სადგურები რამდენიმე წელია არ შემოწმებულა და როდესაც კრიტიკულ დარღვევებს აღმოაჩენენ, არ ახდენენ მათ აღმოფხვრას“, – განაცხადეს საზღვარგარეთ მცხოვრებმა აქტივისტებმა, ინფორმაციის წყაროს მიუთითებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ