ოთარ შამუგია – ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას,-ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
„გასული წელი საქართველოსთვის ისტორიული იყო – ქვეყანას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას. მიმდინარეობს ინსტიტუციური ცვლილებები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის ევროპული მართვის სისტემის დანერგვას. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით, შემუშავდა „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიღებაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საკანონმდებლო დაახლოების გზაზე. საქართველო წარმატებით აახლოებს ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ევროკავშირის 200 სამართლებრივი აქტიდან, კანონმდებლობა უკვე დაახლოებულია 133 სამართლებრივ აქტთან და პროცესი გეგმის მიხედვით გრძელდება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?