ოთარ შამუგიას განცხადებით, არანაირი წინაპირობა არ არის იმის, რომ შაქარზე ფასი გაიზარდოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, შაქარზე იმპორტის გადასახადის ამოქმედების შემდეგ, არანაირი წინაპირობა არ არის იმის, რომ შაქარზე ფასი გაიზარდოს.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ საკითხზე მუშაობდა ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა ჩვენ საქმის კურსში ვართ. ამ გადაწყვეტილების მთავარი წინაპირობა ბაზარზე შესაბამისი კონკურენტული გარემოს შექმნა იყო. პირველ რიგში, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რომელსაც 500-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. დღეს შეიქმნა ბაზარზე ისეთი სიტუაცია, რომ იმპორტი ხორციელდება იმდენად დაბალ ფასში, ეს საწარმო გაჩერების პირას დადგა. აქედან გამომდინარე, კონკურენტული პირობების შესაქმნელად ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამისი სამუშაოები განახორციელა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი მექანიზმი შემოგვეღო. იცით, რომ იგივე მექანიზმი შემოვიღეთ ფქვილზე და იყო სხვა საკითხები. არანაირი წინაპირობა არ არის იმის, რომ შაქარზე ფასი გაიზარდოს. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი პირობა იყო, შაქრის ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნებულიყო“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლარს ლოკე რასმუსენი – რუსეთი თვლის, რომ დაუსჯელად მოქმედება შეუძლია, ჩვენ ეს ტაქტიკა უკვე ვნახეთ საქართველოში შეჭრამდე, ყირიმის ანექსიამდე, დონბასში და უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, საქართველოში შემოტანის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა