ოთარ ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არ აღიარებს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ბრალდებას. ამის შესახებ “ტვ პირველს” მისმა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განუცხადა.
მოსიაშვილის თქმით, ფარცხალაძე დარწმუნებულია, რომ “ობიექტური სასამართლოს პირობებში, უდანაშაულობას დაამტკიცებს”.
29 დეკემბერს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მკვლელობის ანგარებით ორგანიზებაში ბრალი წარუდგინა და მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ფარცხალაძეს გამოძიება ადანაშაულებს ე.წ. კანონიერი ქურდის ძმის ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ანგარების გამო ორგანიზებაში
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ჩატარებული ასეულობით საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ოთარ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც ჩაიდინა შეკვეთით და ანგარებით ლევან ჯანგველაძის მკვლელობა.
გამოძიების მიხედვით, ფარცხალაძე დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელია – მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფარცხალაძე ს მოქალაქეა. ის -მა 2023 წელს დაასანქცირა.