ყოფილი ჩინოვნიკი, ლევან ნიკოლეიშვილი, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ, ასე ეხმაურება:
,,ორი დღეა, ჩამოყალიბებული მატყუარა ნოდარ მელაძე და მისი ტვ პირველი, ღალატის ფორმულა თარგამაძე და მისი 0% იანი არხი, ასევე ოსკაროსანი შოლდანის გლუხი, ნიკა გვარამია და მისი არც თუ ისე მთავარი არხი წიკვინებენ, ოთარ ფარცხალაძე საქართველოში შემოვიდა რუსული პასპორტითო, “აბირჟავებენ” მის სახლთან, პოლიტიკოსებს ეკითხებიან, მეზობლებს აწიოკებენ და აშ… ორი დღეა არავის თავში აზრად არ მოსვლია, რომ ამ ტყუილის მოყვარულებისთვის ვინმეს ეკითხა, რაიმე ფაქტი თუ გაქვთო?
აი პირადად მე გეუბნებით და პასუხს ვაგებ ჩემს ყველა სიტყვაზე – მელაძე/თარგამაძე/გვარამიას არხები მამაძაღლურად ცრუობენ, ხალხს თვალში ნაცარს აყრიან და ფეიკ ნიუსით კვებავენ საზოგადოებას, ოთარ ფარცხალაძე არ არის საქართველოში, არც გუშინ შემოსულა, არც გუშინ წინ და ა.შ…
ახლა მივმართავ იმ ჟურნალისტებს, თავიანთი მატყუარა უფროსების დავალებას რომ მონურად, უსიტყვოდ ასრულებენ – სად გაიზარდეთ? არ გიტყდებათ? ნოდარა მელაძემ რომ გითხრათ, ფარცხალაძე საქართველოშიაო, რამე სამტკიცი არ მოითხოვეთ? მის სიტყვაზე ააწიოკეთ ტყუილის გამო მთელი ქვეყანა? აი ამიტომ ხართ მონები და სასაცილო მართული თოჯინები…
რაც შეეხება მანქანას, რომელიც ნაცმედიამ გაასაღა როგორც ფარცხალაძის, სინამდვილეში კი დიდი ტყუილი აჭამა ხალხს – ქართველ ბიზნესმენს ეკუთვნის და ამ მანქანით მისი დაცვა გადაადგილდება!”