89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი რეჟისორი, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოთარ იოსელიანი 1934 წელს თბილისში დაიბადა. პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი აპრილი გადაიღო 1962 წელს. 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა გიორგობისთვე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მოუტანა. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის პასტორალი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა. 1980-იანი წლებიდან მუშაობს და ცხოვრობს საფრანგეთში.
2022 წლის 9 დეკემბერს, იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად კვარაცხელია: 19 წლის მარო მაყაშვილის შეგნებული სიცოცხლე განსაზღვრავს დამოუკიდებელი საქართველოს უკვდავების იდეას, ისევე როგორც 28 წლის ნიკოლოზ ბარათაშვილის, 41 წლის ქაქუცა ჩოლოყაშვილის…