– 2 დღის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისს და რუსეთში შევდივართ

პარლამენტთან მიმდინარე აქციას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, შეუერთდა.
როგორც ოთარ ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია 26 მაისის გზავნილს, რაც გულისხმობს: არა რუსეთთან თანამშრომლობას.
“2 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც უდიდესი ღონისძიება ჩავატარეთ 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. 26 მაისის ლოზუნგი და გზავნილია დამოუკიდებლობა და არა რუსეთთან თანამშრომლობა. 2 დღის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” ზურგი აქცია 26 მაისს და რუსეთში შევდივართ”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „მონებო“, „რუსებო“, „მოღალატეებო“ – სკანდირებენ ისინი „ქართული ოცნების” დეპუტატების მისამართით.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?