ოთარ ზურაბიშვილი – ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია, ისინი წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ წინააღმდეგ ზონდერების გამოშვება არ შეიძლება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ირაკლი ს ელოდებიან, რომელმაც დღეს უნივერსიტეტში ლექცია უნდა ჩაატაროს.
სტუდენტები საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულ კანონს აპროტესტებენ.
ადგილზე, სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით, ს ძმა, ც მივიდა, რომელმაც სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება დაგმო.
„ფიზიკური ანგარიშსწორება სტუდენტებზე ჩემთვის მიუღებელია. ესენი დღეს წარმოადგენენ თავისუფლებას, თავისუფალ აზროვნებას და მათ წინააღმდეგ ზონდერების გამოშვება არ შეიძლება. ამაღელვებელია, სიმბოლურად მოვედი დღეს აქ“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
უნივერსიტეტის შესასვლელებს საპატრულო პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვის სამსახური იცავს.