ოთარ ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – რისკებია, რომ ჩამოახრჩოს მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირება – ხელისუფლებამ ყველა კონსტიტუციურ ზღვარს გადააბიჯა

მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ყველა კონსტიტუციურ ზღვარს გადააბიჯა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინასაარჩევნო პერიოდში შემოტანა ნიშნავს, რომ ხდება მზადება, გაიტანონ მომავალი არჩევნები და დარჩნენ ხელისუფლებაში.
„მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ყველა კონსტიტუციურ ზღვარს გადააბიჯა. კონსტიტუცია მიგვითითებს, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ ევროპისკენ. მეორე მხრივ, არის ხალხის ნება და გადაწყვეტილება. ხალხის გადაწყვეტილებაა ევროპისკენ [წასვლა] და არა სკენ.
ამ კანონის რისკები არის ის, რომ, ჩამოახრჩოს მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციების მოძრაობა. წინა საარჩევნო პერიოდში ეს ნიშნავს, რომ ძნელად დასაცავი იქნება ჩვენი ოპოზიციის პოზიციები. ნიშნავს, რომ ეს არის მზადება, რომ გაიტანონ მომავალი არჩევნები და დარჩნენ ხელისუფლებაში – ეს არის მათი მთავარი მიზანი“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.