– მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა და დაკავება ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია – პირდაპირ რუსეთისკენ მივდივართ, რუსული მეთოდები არის გამოყენებული

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის განცხადებით, საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა და დაკავება ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ რუსულ მეთოდებს იყენებს.
„ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. გაყალბებას ხალხის გაღიზიანება მოსდევს. ქუჩაში გამოსვლა კანონიერ უფლებებში შედის. სხვა გზა როცა არ არის, აუცილებელია, რომ ხალხი ქუჩაში იყოს. მოქალაქეების წინააღმდეგ გადამეტებით იყენებენ ძალს, რაც ყველა კანონის დარღვევა არის. გაუფრთხილებლად დაკავება არის შიშის დათესვა. ყველას ახსოვს წინა პერიოდი, როგორ იყო საბჭოთა კავშირის დროს და ახლა კიდევ უარესს გვიპირებენ. პირდაპირ რუსეთისკენ მივდივართ და რუსული მეთოდები არის გამოყენებული. უნდა გავუძლოთ ამას, გადავიტანოთ და გავიმარჯვოთ, სხვა გამოსავალი არ არის“, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა, რომელიც აქციის მონაწილეებთან ერთად მელიქიშვილის გამზირზე იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?