ოთარ ზურაბიშვილი – არჩევნების შედეგებს ვგმობ, პატივს ვცემ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს და მომავალ არჩევნებს იცავენ – მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მთავრობა არალეგიტიმურია

არჩევნების შედეგებს ვგმობ, პატივს ვცემ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს და მომავალ არჩევნებს იცავენ, რომელიც ჩვენი საერთო მიზანია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, ს ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა.
ის თსუ-სთან მიმდინარე აქციას, საიდანაც მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან, შეუერთდა.
„ყველამ იცის, რომ მთელი მსოფლიო ოპოზიციას უჭერს მხარს, ასევე გაყალბებული ს გაპროტესტებას. გუშინ ერთი მხარდამჭერი გამოჩნდა, პრორუსული ევროპარლამენტარი, რომელიც პუტინის მეგობარია, ესენი არიან “ოცნების” მხარდამჭერები? ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, საჭიროა, ვიყოთ მხნედ და გამძლეობით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი განმარტებით, ის 25 ნოემბერს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას შეუერთდება.
„მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მთავრობა არალეგიტიმურია, ამ მთავრობას არავინ ცნობს. იძულებული იქნებიან ყველანაირად, რომ წესიერი და დემოკრატიული არჩევნები ჩაატარონ, ამისკენ უნდა წავიდეთ”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩვენ მაინც მოვახერხებთ, მარიამ ლაშხმა და თეა წულუკიანმა გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე – საჩივრებს გავლენა ექნება, იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, მაგრამ მაინც დაიწერება

შალვა პაპუაშვილი დონალდ ტუსკის განცხადებაზე – საუბარი, რომ ვიღაცას რაღაც გემოში არ მოსდის ქართული დემოკრატია, ყურით მოტანილი არგუმენტია – ეს არის პოლიტიკური ვენდენტა ქართველი ხალხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ არჩევნებში დამარცხდნენ

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით უნდა, თავი დაიძვრინოს მძიმე შედეგისგან – ორი პარტია, რომელიც მონაწილეობას განიხილავს, პოლიტიკურ გაერთიანებებს ემუქრება, საბოლოდ კი ვიცით, რასაც გარედან ეტყვიან, იმას გააკეთებენ

პაველ ჰერჩინსკი გაფართოების პროცესზე – უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ ქვეყანამ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს