ოთარ ზურაბიშვილი – არავინ ელოდებოდა, რომ აქცია, პროტესტი ასე დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ გაძლო და კიდევ გაუძლებს – “ქართული ოცნება” ნელ-ნელა იშლება

ასე შორს ვერ წავა, ნელ-ნელა იშლება და დაიშლება ძალიან სწრაფად, – ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
აღნიშნული განცხადება ოთარ ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა, სადაც მე-80 დღეა ხალხი ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვს.
“არავინ ელოდებოდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელდებოდა აქცია, პროტესტი, მაგრამ გაძლო და კიდევ გაუძლებს. დარწმუნებული ვარ, დიდხანს გაგრძელდება, სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს, არ დაინიშნება ახალი და სანამ არ გამოუშვებენ სინდისის პატიმრებს.
ხალხი არ თმობს. ხელისუფლებას უნდა ძალაუფლება შეინარჩუნოს, მაგრამ ასე შორს ვერ წავა, ნელ-ნელა იშლება და დაიშლება ძალიან სწრაფად”, – განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?