ოთარ გრიგოლია – წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოები უახლოეს მომავალში გაგრძელდება და გეგმის შესაბამისად იანვრის ბოლოს დასრულდება

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტას გამოეხმაურა.
როგორც ოთარ გრიგოლიამ განაცხადა, სამუშაოები უახლოეს მომავალში გაგრძელდება და გეგმის შესაბამისად იანვრის ბოლოს დასრულდება.
ოთარ გრიგოლიას თქმით, წერეთლის გამზირის სამუშაოები არსებული ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება.
„თბილისის მერიამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და როდესაც პროექტის დასრულების ვადები საფრთხის ქვეშ დადგა, მერიამ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ეს კომპანიები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ კიდეც. ამ დროისთვის, ალტერნატიული კომპანიების მოძიება უკვე დაწყებულია და დარწმუნებულები ვართ, რომ დათქმულ ვადებში – იანვრის ბოლოს პროექტი დასრულდება“- განაცხადა ოთარ გრიგოლია.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ