ოზურგეთში, დააკავეს 69 წლის კაცი, რომელსაც ცოლის მკვლელობას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 56 წლის ქალი შემთხვევის ადგილზე – საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1969 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს. რის შედეგადაც ნ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.რ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დან აშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
