ოზურგეთელ ქორეოგრაფს, კირილე (კიკალო) ყალიჩავას, ოზურგეთის პოლიციამ ბრალი, დღეს წაუყენა და დაკითხვის შემდეგ ის დროებით იზოლატორში მოათავსეს.
ყალიჩავას, რომელიც ცეკვის ანსამბლ “ორბში” ქორეოგრაფად მუშაობს, გამოძიება მოსწავლეზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.
გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, მასწავლებელი მოსწავლეს, გაკვეთილის დროს – ფიზიკურად შეეხო.
ამ დროისთვის ქორეოგრაფი დაკავებულია და ის ოზურგეთის პოლიციაში იმყოფება.
საქმეს 126 მუხლით შსს იძიებს.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.




