ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

ოზურგეთში, ანსამბლი “ორბის” ქორეოგრაფი კირილე (კიკალო) ყალიჩავა მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს.

“პირველების” ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. დაშავებულ არასრულწლოვან ბიჭს ექსპერტიზა, სავარაუდოდ, ხვალ ჩაუტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულ კაცს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლს ედავება.

კირილე (კიკალო) ყალიჩავა ამ დროისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, სასამართლო მის აღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, ზეგ იმსჯელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს