„ოზურგეთში, უცნობმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის ფართში ხანძრის გაჩენის მიზნით გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს“ – „ალიონის“ რედაქცია

„ოზურგეთში, უცნობმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის ფართში ხანძრის გაჩენის მიზნით გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს“ – „ალიონის“ რედაქცია
გაზეთ „ალიონის“ რედაქცია განცხადებას ავრცელებს:
„დღეს ქალაქ ოზურგეთში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ქალაქის მერიის შენობაში ცეცხლის წაკიდების ფაქტი დაფიქსირდა.
ჯერჯერობით გამოძიებისათვის უცნობმა პირებმა გაზეთ „ალიონის“ რედაქციის ფართში ხანძრის გაჩენის მიზნით გარკვეულ სითხეს ცეცხლი წაუკიდეს და იმავდროულად რედაქციის ფანჯარაში პოლიეთილენის ბოთლით საწვავიც შეასხეს.
საბედნიეროდ ხანძრის კერა არ გავრცელდა და შენობა, სადაც სტატისტიკის გურიის სამმართველო, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი, განათლების მუშაკთა პროფკავშირები, „გურიის მოამბის“ რედაქცია და სხვა დაწესებულებებია განთავსებული, დაწვას გადაურჩა. მიყენებულია გარკვეული მატერიალური ზარალი.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის, ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს ექსპერტ-გამომძიებლები.
მომხდარზე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, აღძრულია საქმე სსს კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა- ქვეპუნქტით”

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას – ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას